ეს არის ის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ მოქალაქეებს შეუმსუბუქდეს წნეხი – ბექა დოჭვირი

231
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ეს არის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ მოქალაქეებს შეუმსუბუქდეს წნეხი, რომელიც მათ პანდემიიდან გამომდინარე აქვთ, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირმა განაცხადა.

„საკომპენსაციო თანხა ვერ იქნება საკმარისი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეს ჩვენ ყველას კარგად გვესმის, უბრალოდ ეს არის ის საკომპენსაციო თანხა, 300-ლარიანი დახმარება, 1200-ლარიანი დახმარება, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ასევე, ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტები, როგორიცაა ქონების გადასახადისგან გათავისუფლება, სესხების სუბსიდირება და ა.შ. ეს არის ის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ მოქალაქეებს შეუმსუბუქდეს წნეხი, რომელიც მათ პანდემიიდან გამომდინარე აქვთ,“ – განაცხადა ბექა დოჭვირმა.

თქვენი კომენტარი?