გოგონას, რომელსაც მეწყერის დროს ოჯახის სამი წევრი დაეღუპა, ბინა გადაეცა

379
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, მეექვსე კლასელ გოგონას, რომელსაც ოჯახის წევრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯოჭოში განვითარებული სტიქიის შედეგად დაეღუპა, ბინა გადასცა.

გოგონას ბინა ბათუმში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში გადაეცა. ასევე, დამატებით ბინის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის გადაეცემა ფინანსური დახმარება.

მეწყერის შედეგად სოფელ ჯოჭოში თედორაძეების ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, მეექვსეკლასელი გოგონა უბედური შემთხვევის დროს შუახევში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა.

მეწყრის შედეგად სოფელ ჯოჭოში ხუთი ადამიანი დაიღუპა – თედორაძეების ოჯახის სამი წევრი და ორი სტუმარი.

თქვენი კომენტარი?