ახალი ინფორმაცია კახი კავსაძის შესახებ

1344
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი. როგორც Multimedia.ge-ს მისმა ახლობელმა განუცხადა, მსახიობს არც სუნთქვითი პრობლემები აქვს და მიზეზი, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს გახდა სისხლდენა, რაც განპირობებულია მისი ონკოლოგიური დაავადებიდან გამომდინარე.

მისივე თქმით, კახი კავსაძემ კორონავირუსი უსიმპტომოდ უკვე გადაიტანა და ამ ეტაპზე მას ამ მხრივ პრობლემები არ აქვს.

“კორონას არ უკავშირდება, შესაძლოა ასე გაავრცელეს, არც სიცხე აქვს და არც ხველა, ონკოლოგიური პაციენტია და მისი დაავადებიდან გამომდინარე ჰქონდა პრობლემა.” ამბობს მისი ახლობელი. მისივე ცნობით, მსახიობი კონტაქტურია და არც მართვის სუნთქვაზე არ იმყოფება.

“სახლიდან რომ გაჰყავდათ და დაინახა ეს პირბადიანი ხალხი, გაგიჟდა, ვინ ხართო“- ამბობს მისი ახლობელი Multimedia.ge-სთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ვრცელდება კიდევ ერთი ინფორმაცია, კერძოდ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმღვანელი ლევან რატიანი ამბობს, რომ მსახიობს აქვს სუნთქვის უკმარისობა და მართვით სუნთქვაზე გადაჰყავთ.

თქვენი კომენტარი?