ზოგადი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე – ინფორმაცია კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

593
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, გვაქვს უმძიმესი დიაგნოზები სეფსისის, სეპტიური შოკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა – პოლიორგანული უკმარისობა და გვაქვს უმძიმესი ქრონიკული პათოლოგიები, რომლის ფონზეც ზოგადი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“- ამის შესახებ კობა დავითაშვილის მკურნალომა ექიმმა, ლევან ბესელიამ “ქრონიკა”-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კობა დავითაშვილი ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი და მკურნალობას ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადის. მას. ე.წ ბეხტერევის დაავადება 2017 წელს დაუდგინდა, რომლის სრული დიაგნოზირება და მკურნლობა მედიცინაში ჯერჯერობით  ვერ ხდება.

 

თქვენი კომენტარი?