MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

გიორგი სიგუა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ემიგრანტებს კრებს  და 12 დეკემბერს, თურქეთში აპირებენ შეკრებას, ხოლო შემდეგ სარფის გამშვები პუნქტის გავლით უკვე საქართველოში შემოსვლას. ამის შესახებ მან ფეისბუქის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ სიგუამ არაერთხელ დაანონსა ემიგრანტების ჩამოყვანა საქართველოში, თუმცა საბოლოოდ არავინ ჩამოსულა. ერთ-ერთი ასეთი პირობა მან ჯერ კიდევ 2019 წლის საპროტესტო აქციების დროს დადო და განაცხადა, რომ აპირებდნენ შეერთებას. ასევე, სიგუა ამბობდა, რომ 3-4 ბოინგით ჩამოფრინდებოდნენ სააკაშვილის მხარდამჭერები, თუმცა არც ეს დაპირება არ შესრულდა.

 

თქვენი კომენტარი?