თქვენ, 35% ხართ, 40 თუ 80, მათხოვრები ხართ, ზოგი რუსეთის, ზოგი ხელფასის და ზოგიც კარტოფილის – ლევან ბერძენიშვილი

2839
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ლევან ბერძენიშვილის გამოხმაურება 28 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარედ, აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნათია ლეთოდიანის დაკავებას და სოციალურ ქსელში წერს:

“კარასინის საპროტესტო აქციაზე გოგონები ჩატენეს მანქანაში და მათ შორის ნათია ლეთოდიანი. გვარი ხომ არ გეცნობათ თქვენი ქვეყნის ახლო წარსულიდან? მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს.

მთავარი იცით რა არის? მეორე მსოფლიო ომის მერე, გერმანიაში ხალხი შიმშილისგან მიწას ჭამდა, მაგრამ ერია, ღირსება აქვთ, ფეხზე ადგნენ და მიწიდან ქვეყანა ააშენეს. ხოდა თქვენ, 35% ხართ, 40 თუ 80, მათხოვრები ხართ, ზოგი რუსეთის, ზოგი ხელფასის და ზოგიც კარტოფილის!

ამ ქვეყანას თუ რამე ეღირსა, ისევ ამ გვარებით ეღირსება და ეს სახელები დარჩება, თქვენ კიდე გაქრებით აჩრდილებივით!”– წერს ლევან ბერძენიშვილი.

ამ დროისთვის ნათია ლეთოდიანი უკვე თავისუფალია.

თქვენი კომენტარი?