MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

უფლებადამცველი იდა ბახტურიძე ეხმიანება TV პირველი”-ს სიუჟეტებს, არჩილ თალაკვაძის ბინის გაყიდვისა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატრინე ტიკარაძის განათლების შესახებ.

“ნოდარ მელაძეები და ნიკა გვარამიები ჩვენ როცა მოგვადგებიან ან ჩვენს ოჯახის წევრებს, იტყვიან ბომბ არგუმენტს “ტვ პირველის/მთავარის ინფორმაციით” და ტყუილს ან სისხლის სამართლის დანაშაულებს დაგვაბრალებენ, იქ მიხვდებით, რომ ტიკარაძეებზე და თალაკვაძეებზე ხმა უნდა ამოგეღოთ. გვიანი კი იქნება ნამეტანი

ვინმეს სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს პირად სტომატოლოგად ჰყავს უდიპლომო ექიმი?! სკოლის ჟურნალში რა ნიშნები აქვს, ბარემ ის შევუმოწმოთ და ყოფა-ქცევაში რა ეწერა ეგეც. რა არასერიოზულია, ღმერთო!

და თალაკვაძემ სამოთახიანი ბინა რომ გაყიდა თურმე ნუცუბიძეზე, ამაში რაღა პრობლემაა? რაღაცნაირად ზოგი ახერხებს, რომ ის ხალხი, ვისაც ამდენი საკრიტიკო აქვს, მსხვერპლად გამოიყვანოს”- წერს იდა ბახტურიძე.

თქვენი კომენტარი?