ორი დღეა მშიერი ვარ და სიგარეტის ნაცვლად ჩაის ფერი მოვწიე – პანდემიის გამო დაზარალებული მოქალაქე დახმარებას გვთხოვს

614
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გიამბობთ ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაგვიკავშირდა და დახმარება გვთხოვა. 45 წლის გიორგი გულაშვილი, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცხოვრობს ქირით, მარტო, ვერ შოულობს სამსახურს და ტრანსპორტის შეზღუდვის შემდეგ მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. მან Multimedia.ge-ს ინფორმაციის გავრცელება და დახმარება სთხოვა.

ჯერ აქამდე რა მდგომარეობაში ვიყავი და ახლა უარესში აღმოვჩნდი. უსამსახუროდ და უიმედოდ, რამდენიმე დღეა მშიერი ვარ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. სიგარეტი რომ არ მქონდა ჩაის ფერი გავახვიე ქაღალდში და ის მოვწიე. უკიდურეს მდგომარეობაში ვარ, ბინის პატრონიც 2 თვის ქირის გადახდას მთხოვს. ყველანაირად შეზღუდული ვარ, ვეღარც სამსახურის საქმეზე გავდივარ, აქამდე ავტობუსს მაინც მივყვებოდი გზის ფული თუ არ მქონდა, ჩუმად მაინც ჩავიპარებოდი, რომ კონტროლიორს არ დავენახე და ასე დავდიოდი ქუჩა-ქუჩა.

მიშველეთ ვინმემ, რამით წამახმარეთ ხელი, საბანკო ანგარიშზეც ყადაღა დამადეს და ვინმეს რომ თანხის ჩარიცხვის სურვილი ჰქონდეს, ამასაც ვერ გააკეთებს, თუ ხელიდან ხელში არ ავიღე. გთხოვთ გამოაქვეყნეთ ჩემი ტელეფონის ნომერი და დახმარების მსურველი დამიკავშირდეს, სხვა გზა არ დამრჩენია, გარდა იმისა, რომ კეთილ ადამიანებს ვთხოვო დახმარება.

ან იქნებ სახელმწიფოსგან მეკუთვნის რამე, ესეც არ ვიცი. თქვენი იმედი მაქვს” – გვითხრა გიორგი გულაშვილმა.

ვაქვეყნებთ მის ტელეფონის ნომერს და დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 591 92 88 51 – გიორგი გულაშვილი.


ფოტო გამოყენებულია საილუსტრაციოდ და არ ასახავს რეალობას

თქვენი კომენტარი?