ვგეგმავთ შევაგროვოთ არამალფუჭებადი პროდუქტები, გამოგვეხმაურეთ – ირმა ჭკადუა

972
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ადვოკატი ირმა ჭკადუა თანამოაზრეებთან იწყებს იმ მოქალაქეების დახმარებას, ვისაც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ პრობლემები შეექმნა.

“ამ მძიმე პანდემიის ფონზე, რამაც გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი, ჩვენს ბევრ მოქალაქეს უწევს სიდუხჭირესთან ბრძოლა. ასეთ დროს, გაწვდილი დახმარების ხელი, ალბათ ყველაზე დიდსულოვანი და ღირსეული ნაბიჯი იქნება.

პეკინის 2 ნომერში, საადვოკატო ბიუროში, ვგეგმავთ შევაგროვოთ არამალფუჭებადი პროდუქტები და გადავცეთ იმ ოჯახებსა და ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი აღმოჩდნენ ამ მძიმე ვითარებაში.

გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ და შეიტანოთ თქვენი წვლილი ამ კეთილ საქმეში.
სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ფიზიკურადაც ჩაერთოთ შეგროვების და მათი გაცემის პროცესში.”- წერს ირმა ჭკადუა.

მსურველებს შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე:

555 569 600
577 441 109
577 100 202

თქვენი კომენტარი?