ბრალს გდებთ იმაში, რომ საქართველოს მტრები ხართ – ნუკა არველაძე ოპოზიციას მიმართავს

2452
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტ ნუკა არველაძის მიმართვა  ოპოზიციას:

“ბრალს გდებთ იმაში, რომ საქართველოს მტრები ხართ და მომავალი თაობა – ბავშვები, მოზარდები ფეხებზე გკიდიათ, – საკუთარი კი მოვლილი, მაძღარი და უზრუნველყოფილი გყავთ!

აი ისინი, ვინც ნაცვლად იმისა, რომ მსოფლიოში არსებულ უდიდეს ბიოლოგიურ გამოწვევას გავუძლოთ და გადავარჩინოთ ხალხი – თქვენ მათ იყენებთ იმისათვის, რომ მეტი ამოიხოცოს!

▪️ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement
▪️ევროპული საქართველო
▪️გირჩი • Girchi
▪️სტრატეგია აღმაშენებელი • Strategy Aghmashenebeli
▪️ლეიბორისტული პარტია • Labour Party
▪️დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
▪️ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia
▪️ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili

მავნებლებად იქეცით ბოლომდე! დემოკრატიის ვირთხებად, რომლებიც დემოკრატიის სახელით ხრავთ მასვე!

თქვენი ეს დაუოკებელი სწრაფვა ხელისუფლების დამხობაზე – დორბლიანი ბელადის სასიამოვნოდ, რომელსაც რიგრიგობით ლოკავთ, რომ ასიამოვნოთ! მკვლელი, კრიმინალი რურუას გასათავისუფლებლად, კეზერას მილიარდის “გასაპრავებლად”, გარეჯის გამყიდველების გადასარჩენად და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება!

ხალხი, ქვეყანა, სამშობლო და დემოკრატია რომ გადარდებდეთ
1. არ იქნებოდა ამდენი ინფიცირებული
2. არ იქნებოდა ამდენი გარდაცვლილი
3. არ იქნებოდა ჩაკეტილი ქვეყანა
4 არ იქნებოდა სრული ზიზღი თქვენ მიმართ – ზიზღი. რომელიც საკუთარ მომხრეებში გააჩინეთ!

რთულ პერიოდს გადის მსოფლიო, რომლის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ, ურთულეს გეოპოლიტიკურ ზონაში ვართ, მსოფლიო ეკონომიკა დევს სასწორზე და ახლა, როცა ერი ერთად უნდა იდგეს, ყოველდღე თქვენი ერთი ადგილის თამაშს ვუყურებთ – თამაშს, როგორ გაანადგუროთ ქვეყანა!

აი, მე გულწეფელად არ მინდა ერთი პარტია პარლამენტში – მაგრამ თქვენი უპასუხისმგებლობა ისე მაშინებს, რომ მგონი მირჩევნია ასე დარჩეს – გამოსავალი უთქვენოდაც მოიძებნება!

იმდენად მავნებელ მღრნელებად იქეცით, რომ იქ, პარლამენტში უარეს ზიანს მოუტანთ ხალხს და ქვეყანას!

თუ რეალურად გინდა აკეთო საქმე ადამიანს – გააკეთებ! – და თუ არა, მილიონ მიზეზს მოიგონებ – ПЛОХОМУ ТАНЦОРУ ЯЙЦА МЕШАЮТ – ასეა თქვენი საქმე!!!

ბოლომდე გაითავისეთ თქვენი პასუხისმგებლობა!

აღარავინ გაპატიებთ თბილად და ტკბილად გაკრიალებულ, თბილ სახლებში, უზრუნველყოფილ შვილებთან ერთად  ხრათ ხალხის ხარჯზე ბიუჯეტის მილიონები და მომხრეები ქუჩაში აწანწალოთ!”- წერს ნუკა არველაძე.

თქვენი კომენტარი?