გაიღვიძე მთავრობა! ნაციონალები აპირებენ მართონ “მშიერი ბუნტი” და დაიბრუნონ ძალაუფლება – ლალი მოროშკინა

2174
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“გაიღვიძე მთავრობა! ნაციონალები აპირებენ მართონ “მშიერი ბუნტი” და დაიბრუნონ ძალაუფლება!

PR-ის უბადლო სპეციალისტი მიხეილი ახლაც მიმართავს PR-ის კლასიკოსის შეგონებას: “ბრბოს არ Შეუძლია აზროვნება და მის დასაწყნარებლად უნდა მივმართოთ არა გონებას, არამედ ქვეცნობიერ ინსტიქტებს!”( ედუარდ ბერნაიზი )

ჩვენ რითი ვპასუხობთ ამ უსერიოზულეს გამოწვევას? კვლავ კუბოების შიშით?
აღარ ჭრის! მშიერი შვილის თვალები, დედას მხოლოდ ერთ ინსტიქტს უტოვებს:
სასიცოცხლოს!

შეცვალეთ სპიკერები, მოხსენით უაზრო აკრძალვები, დაასრულეთ პანიკის ტირაჟირება, თორემ ჯანყი დაწყებულია, და ქვეყანა თავზე დაგვენგრევა!”– წერს ლალი მოროშკინა.

თქვენი კომენტარი?