“საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც სულ ახლახანს, პირდაპირი მნიშვნელობით თავზე დაახია საკუთარმა ხალხმა პუტინის კანონი, ახლა სხვა გზებს ეძებს რუსული ინტერესების გასატარებლად”– განაცხადა ინგა გრიგოლიამ 2 აპრილს, გადაცემა “რეაქციის” შესავალ სიტყვაში.
მან ასევე მიმოიხილა 30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე გამართული შეკრება და თქვა, რომ ეს იყო ანტიდასავლური, რუსული ინტერესების გამტარებელი აქცია.
“საქართველოს ხელისუფლება აშკარად ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისთვის ემზადება. ხელისუფლება ემზადება, ვითომ მშვიდობის სახელით ნეიტრალიტეტის საკითხი შემოგვაჩეჩოს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ნამდვილი რუსული ინტერესი.
ნეიტრალიტეტი, სუვერენული ეკონომიკა, ევროკავშირის ყალბი ღირებულებები, აი ეს მოგვასმენინა ხელისუფლებამ კვირას, რესპუბლიკის მოედანზე, თბილისში, რეგიონებიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი ხალხის გამართულ ანტიდასავლურ აქციაზე და სწორედ იქ გვითხრა, რომ მშვიდობა, განვითარება და ქვეყნის გაერთიანება, მხოლოდ ნეიტრალიტეტის პირობებშია შესაძლებელიო.
საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც სულ ახლახანს, პირდაპირი მნიშვნელობით თავზე დაახია საკუთარმა ხალხმა პუტინის კანონი, ახლა სხვა გზებს ეძებს რუსული ინტერესების გასატარებლად. გაუვათ? – წესით არა, რადგან ბოლო კვლევებით, რომელიც IRI-სგან ვიხილეთ, საქართველოს თითქმის 90 პროცენტი ირჩევს დასავლეთს. მეგობრებო, ჩვენ ვართ უმრავლესობა”- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
იხილეთ მონოლოგი:
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს