MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამია საქმის განახლება იწყება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და თქვა, რომ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო მისი მისამართით:

“მაშ ასე, რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. საქალაქო სასამართლოდან დამირეკეს, 7 დეკემბერს თქვენი პროცესები განახლდებაო  ეტყობა ძაან საშურია კორონა პანდემიის პიკში და თან წინასაახალწლოდ ჩემი დაჭერა და ნეიტრალიზაცია. ან სავაჭრო თემად გამოიყენებენ მოლაპარაკებების დროს, სადაც ტყვეებით ვაჭრობა ეტყობა მოსულა, თან დიპლომატიური დაკვირეების პირობებში.

ღიად ვაცხადებ, რომ არც ერთ მოლაპარაკებაში არ ვსაჭიროებ ჩემი საკითხის გამო ოცნების ტყვეებით მოვაჭრე ტერორისტულ რეჟიმთან რაიმე დათმობაზე წასვლას. გმადლობთ, მირჩევნია ჩემი ციხეში წასვლით კიდევ უფრო ჩამოვხადო ნიღაბი ივანიშვილს და კიდევ უფრო დავაჩქარო მისი სანაგვეზე გადაგდება, ვიდრე რაიმე დათმობით მისი უბოროტესი რეჟიმის გახანგრძლივებას შევუწყო ხელი.

რვა მარტის შეთანხმება ხომ გახსოვთ, აი, ნაწილობრივ პროპორციულთან ერთად ჩემი და სხვა პოლიტმოტივირებული საქმეები რომ გაჩერდა იმავე ელჩების მონაწილეობით, დღესაც რომ მედიატორობენ. ხოდა, როგორ სრულდება, კი ხედავთ. ამიტომ, ოცნებასთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვს, სუფთა პრაგმატულად. იდეალისტურად კი, ელჩებით თუ უელჩოდ, ქართული ოცნება არის ტერორისტი და ტყვეებით მოვაჭრე, და ტერორისტებთან მოლაპრაკება არ შეიძლება.

ელჩების გამკვირვებია, ტყვეთა ბაზარში რატომ იღებენ მონაწილეობას, რატომ არიან ჩართული პროცესში, სადაც ქართული ოცნება შანტაჟის მიზნით ტყუილად დაკავებული ან დასაკავებელი ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობს? თუ არც ისაა ცხადი, რომ ადამიანები ტყუილად არიან დაჭერილები თუ დასაჭერად გამზადებულუები? აქაც ოქმები და დასაბუთებაა საჭირო ფატალურობის დასადგენად? ან, რომელი შეთანხმება იქნა დაცული, სადაც გარანტორებად იგივე ელჩები იდგნენ? რომელი ერთი არ დაარღვია ოცნებამ? თუ ოცნებისგან ქრონიკული გადაგდება მოსულა? უხერხული აღარ, უკვე სირცხვილია.”– წერს გვარამია პოსტში, სადაც მონიშნა ამერიკის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER