კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

2399
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

49 წლის ასაკში პოლიტიკოსი, იურისტი და ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. მიზეზი კი პოლიორგანული უკმარისობა გახდა.

მას 2017 წელს ე.წ  ბეხტერევის დაავადება დაუდგინდა, რომლის სრული დიაგნოზირება და მკურნალობა მედიცინაში ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

კობა დავითაშვილი დაავადების გართულებით 25 ნოემბერს შეიყვანეს ალადაშვილის კლინიკაში და ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებდნენ.

“პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, გვაქვს უმძიმესი დიაგნოზები სეფსისის, სეპტიური შოკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა – პოლიორგანული უკმარისობა და გვაქვს უმძიმესი ქრონიკული პათოლოგიები, რომლის ფონზეც ზოგადი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“- ამბობდა ალადაშვილის კლინიკის მკურნალი ექიმი ლევან ბესელია დავითაშვილის მდგომარეობის შესახებ.

კობა დავითაშვილი ჯანმრთელობის გაუარესებას 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს, მის ცემას უკავშირებდა.

თქვენი კომენტარი?