კობაც ყოფილი “მეგობრების” მსხვერპლი გახდა – მაია ნიკოლეიშვილი

886
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება კობა დავითაშვილის გარდაცვალებას.

“ვუსამძიმრებ კობა დავითაშვილის ოჯახს და ყველა ქართველს, ვინც კობას სატანჯველი განიცადა.

კობას იმ პერიოდიდან ვიცნობდი, როცა მიშას გვერდით უდგა და როცა ჩვენ, ახალგაზრდა იდეალისტები, დარწმუნებული ვიყავით, რომ საქართველოსთვის უკეთეს მომავალს ვქმნიდით. ეს 2003-მდე იყო, “ახალგაზრდა რეფორმატორების” დროს.

მერე მოვიდნენ ხელისუფლებაში და ყველა ჩვენივე პროგრესული და დემოკრატიული მონაპოვარი დაამხეს და ზედ გაუგონარი სისასტიკეც დაუმატეს! კობაც ყოფილი “მეგობრების” მსხვერპლი გახდა! ნათელში იყოს წესიერი კაცის, კობა დავითაშვილის სული!”  – წერს მაია ნიკოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?