“გირჩში” დაპირისპირება და უთანხმოებაა

598
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პოლიტიკურ პარტია “გირჩი”-ს წევრებს შორის უთანხმოებამ და დაპირისპირებამ უკვე სოციალურ ქსელში გადმოინაცვლა. გავრცელდა “გირჩი”-ს დახურული ჯგუფში, ზურაბ ჯაფარიძის პოსტი, რომელშიც ის წერს, რომ ცალკეულ წევრებთან: იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად აღარ აპირებს თანამშრომლობას და “გირჩი”-ს კეთებას.

„მოკლე ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოსა და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო.

არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში. წარმატებას ვუსურვებ სამივეს. მჯერა, რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ.

ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის, რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ, „გირჩის“ მთავარი ბრძოლები წინაა“. – წერს ზურაბ ჯაფარიძე, რომელზეც კომენტარი გააკეთა იაგო ხვიჩიამ და დაწერა:

თქვენი კომენტარი?