MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

ჟურნალისტი და ბიზნესმენი ლალი მოროშკინა ტელეკომპანია “ფორმულა”-ს, გადაცემა “შაბათის ფორმულა”-ში გასული სიუჟეტის გამო უჩივის.

საკითხი ეხება ქალაქ სიღნაღში ჩატარებულ მაჰათმა განდის 150 წლის იუბილესადმი  მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც ლალი მოროშკინას და ირაკლი კაკაბაძის ინიციატივით ჩატარდა მის კუთვნილ სასტუმროში, რაზეც “ფორმულა”-ს მასალაში ითქვა, რომ ღონისძიება ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ლალი მოროშკინას თქმითვე, “ფორმულა”-ს ჟურნალისტმა მასთან ჩაწერა ვრცელი ინტერვიუ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წამი დატოვეს მასალაში.

მე და ირაკლი კაკაბაძემ გავაკეთეთ განდის დღე ჩემ სასტუმროში. ეს ახვრები იძახიან მერიამ დაგაფინანსათო! ნეტავ მართლა ასეთი გაგებული იყოს მერია, მაგრამ მართლა რომ კაციშვილს არაფერი გადაუხდია? უჭირთ გაგება, რომ ადამიანები ასე ალტრუისტულად იკრიბებიან. ამ ახვარ ნაცებთან ხომ არ მოსულა ადამიანობა.

მეც ჟურნალისტი ვარ და ალტერნატიული ჩაწერა ვაწარმოე იმ ინტერვიუსი, რომელიც “ფორმულაზე” გავიდა! ” ნახევარ საათიანი ინტერვიუდან მხოლოდ 1 წამი მისცეს ეთერში! აღიძრა საქმე ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ.

მტკნარი სიცრუე, რომელსაც სასამართლო დაამტკიცებს. “ფორმულა”, კეზერას ბრბოვ, განა რამდენი აიღეთ Ჩემი და ირაკლი კაკაბაძის გაშავებაში? ესეიგი Ჩვენ Ჩავატარეთ განდის დღეობა ბიუჯეტის ხარჯზე?

ახლა სახალხოდ მოგახდევინებთ ბოდიშს! დაიდება ყველა საბუთი! აბა არ გინახივართ ჩვენ ამ ნუსხაში! მერე? აი მერე დიიიდი სიურპრიზი გელით, ძალიან დიდი, თქვე ქვეშ-ქვეშა ვირთხებო! გიჭირთ იმის გაგება, რომ ადამიანი საკუთარ სახლში დაპატიჟებაზე ფულს არ იღებს, ხო? თფუი თქვენი საშუალო სქესი”– წერს ლალი მოროშკინა.


იხილეთ “ფორმულა”-ს სიუჟეტი

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER