სალომე სამადაშვილი იხსენებს კობა დავითაშვილთან პირველ შეხვედრას

596
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა, კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და გაიხსენა დრო, როდესაც მას პირველად შეხვდა.

“ვწუხვარ კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო. ამერიკაში სტუდენტობის დროს გავიცანი. ტრენინგზე იყო ჩამოსული. მახსოვს, ბავშვივით გაეხარდა, მთავრობის ხელმძღვანელის როლი როდესაც შესთავაზეს ანტიკორუფციულ ტრეინინგზე.

მერე მთხოვა, ე. წ. ‘რობინ ჰუდის’ კანონების მოძიებაში დავხმარებოდი-კორუფციასთან ბრძოლა იყო მისი მთავარი ინტერესი, 90-იანი წლების შავბნელ საქართველოში. წინააღმდეგობრივი, საინტერესო და მძიმე ცხოვრების გზა გაიარა, რომელმაც საკუთარი კვალი დატოვა ჩვენს ქვეყანაში. ნათელში იყოს.”- წერს სალომე სამადაშვილი.

თქვენი კომენტარი?