მანქანიდან სულ ცხელ – ცხელი ხაჭაპურები და ლობიანები გადმოიტანა, თან გვთხოვა, არ გადამიღოთო – მოულოდნელი სიხარული მოხუცებისთვის

812
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მოხუცთან თავშესაფარ “ბარბარე 21-ს” ბინადრებს, ახალგაზრდა მამაკაცმა მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას თავშესაფრის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს:

“სრულიად მოულოდნელად ჭიშკართან მანქანა გაჩერდა, მანქანიდან ჩამოვიდა ახალგაზრდა ყმაწვილი და გვეუბნება დღეს ბაბუაჩემის ორმოცია და თქვენს მოხუცებს მისი სულის სადიდებლად მცირე ნობათი მოვუტანეთო. მანქანიდან სულ ცხელ – ცხელი ხაჭაპურები და ლობიანები გადმოიტანა და სხვა რამეებიც მოაყოლა. თან გვთხოვა არ გადამიღოთ, უბრალოდ ერთი ჭიქა მისი შესანდობარი დალიეთო”- წერია თავშესაფრის გვერდზე:

თქვენი კომენტარი?