ვინც მხარს უჭერთ ქართულ ოცნებას, ხართ ქვეყნის მტრები, ან უტვინობის არქონის გამო თქვენი სამოქალაქო თვითშეგნება ნულს ქვემოთ არის – თინა მახარაძე

4551
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ამ ეტაპზე რასაც ვხედავ, ყველა, ვინც მხარს უჭერს ქართულ ოცნებას, ან სამთავრობო არხებზე დასაქმებული ადამიანები არიან, ან პარტია ქართ. ოცნების წევრების ოჯახის წევრები.”- ამის შესახებ მსახიობი თინა მახარაძე წერს სოციალურ ქსელში.

ადამიანები, ვინც მხარს უჭერთ პარტია ქართულ ოცნებას, ან ხართ ხელფასზე გაყიდულები ანუ ქვეყნის მტრები, ან უტვინობისა და საკმარისი განათლების არქონის გამო თქვენი სამოქალაქო თვითშეგნება ნულს ქვემოთ არის; შედეგად, საქართველო იმყოფება უკიდურეს მდგომარეობაში.

2012 წლიდან მოყოლებული, ბოლო 8 წელია ქართულმა ოცნებამ მიზანმიმართულად ჩამოშალა ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია; ადამიანების უმრავლესობა მშიერია ქვეყანაში, ვერ იხდიან კომუნალურ გადასახადებს და ბინის ქირას, ვერ ყიდულობენ საჭმელს, ვერ თბებიან და ვერ ბანაობენ.

გვესმის, რომ კალაძის სანათესაოს არაფერი აკლია, მაგრამ კალაძის ინსტაგრამსა და ბერას ტიკტოკს იქით ბავშვები შიმშილით იხოცებიან და მოზარდები თავს იკლავენ. ხალხი არის გაძარცვული, დამცირებული, დაშინებული, დაავადმყოფებული.

ქართულმა ოცნებამ მოკლა თამარ ბაჩალიაშვილი (და სხვა მრავალი), ქართულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე დასვა რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი, ქართულმა ოცნებამ თვალები დათხარა მშვიდობიან მომიტინგეებს, ქართულ ოცნებას ფეხებზე ჰკიდია ადამიანის უფლებები, ქართული ოცნების 99 % დაკომპლექტებულია უსინდისო, ამორალური ადამიანებით ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს და თავისუფლებას არანაირი ფასი არ აქვს. ქართულმა ოცნებამ გააყალბა არჩევნები.

ქართული ოცნების ერთადერთი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანოს საქართველო რუსეთის კოლონიის სტატუსამდე. ამაში იღებს ბიძინა ივანიშვილი საკომისიოს კრემლისგან. თუ ქართული ოცნება კიდევ მომდევნო 4 წელი იქნება ხელისუფლებაში, 4 წლის მერე ქვეყანა ან იარსებებს ან ვერა.

დღეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ვინც სოლიდარობას არ უცხადებს პარლამენტთან მდგარ თანამოქალაქეებს, ხართ ქვეყნის მტრები და სამარცხვინოები.”- წერს თინა მახარაძე.

თქვენი კომენტარი?