დონალდ ტრამპის მილოცვა სალომე ზურაბიშვილს

330
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებასა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას დასავლეთში. მოუთმენლად ველი აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას რიგ საკითხებზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მტკიცე თანამშრომლობაზე. მადლობას გიხდით ავღანეთში ნატოს მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვისა და იმ მსხვერპლისთვის, რომელიც საქართველომ გაიღო. საუკეთესო სურვილებით მოგმართავთ თქვენ და ქართველ ხალხს“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE