MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

“ხელისუფლებას უდავოდ ჰყავს რაღაც პროცენტი მომხრეების და მინდა ვკითხო მათ,  აი რატომ უჭერთ მხარს?”– ამ კითხვით მიმართა “ერთიანი საქართველო”-ს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსი”-ს ეთერში სტუმრობისას ხელისუფლების მხარდამჭერებს.

“რატომ უჭერთ მხარს ხელისუფლებას, რომელიც პანდემიაში ვითომ საუკეთესო მენეჯერი იყო, აღმოჩნდა რომ საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც წითელ ზონაში გადაიყვანა. აი, ერთი არგუმენტი მითხარით, გარდა იმისა, რომ სითბოში წყნარად ყოფნა გირჩევნიათ, ვიდრე, თუნდაც სიმართლისთვის ბრძოლა, ან თუნდაც ვიღაცის ჯიბეზე მიბმა გირჩევნიათ, რაღაც რისკის გაწევა, სხვა არგუმენტი მითხარით რატომ უწევთ ანგარიშს და რატომ უჭერთ მხარს ქართულ ოცნებას?”

მე ძალიან მკვეთრი ვიქნები ახლა, ის რაც ქვეყანაში ხდება, ეკონომიკის, პანდემიის და ზოგადად ხელისუფლების ქცევის თვალსაზრისით, ნორმალურ და თავმოყვარე ადამიანს არ უტოვებს არგუმენტს, რომ იყოს “ქართული ოცნების” მომხრე” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER