MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

თაკო ჩარკვიანი ფეისბუქში წერს:

“რის შესვლა?! რა შესვლა?! სად და ვისთან და რისთვის? გამყალბებელი და დამნაშავე როგორ ბედავს პირობების დაყენებას?! არჩევნები რომ გაყალბდა, ხომ შევთანხმდით ამაზე და პროკურატურაში შევიტანეთ სარჩელი ასევე “საოლქოებში” ანუ სისხლის სამართლის დანაშაულზეა საუბარი და გაყალბებულ პარლამენტში როგორ უნდა შეხვიდე ანუ გამყალბებელს და სახელმწიფოს მიმტაცებელს “გაუპრავო” დანაშაული?

ანუ არასამართლებრივ მოქმედებაში შევყვეთ უზურპატორს, ესეიგი თავად ის იპოზიციონერი მექანიკურად ხდება არასამართლებრივი სუბიექტი! ჩემ სიცოცხლეში ერთხელ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა იმიტომ, რომ რეფორმები მინდოდა და სისტემის შეცვლა და ახლა სად უნდა შევიდე გაყალბებულ პარლამენტში ივანიშვილის მოსამსახურედ?

არა ბატონო მე ქვეყნის – ხალხის სამსახურში მინდოდა. ვისაც უნდა გზა ხსნილია პოლიტიკური ნაგვის ურნისკენ! ოღონდ მანამდე დამენახეთ რა, სანამ ხალხი “ ჩაგაყუდებთ პოლიტიკურ ურნაში” “ რამდენიმე “ტკბილი” სიტყვა უნდა გითხრათ “ ყურში” სახალხოდ ვერ ვიტყვი უხერხულია“- წერს თაკო ჩარკვიანი.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER