MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

რა გაკეთდა და რის გაკეთებას აპირებს ქართული ოცნება? – ვრცელ ჩამონათვალა აქვეყნებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი.

რაც უცებ მომაგონდა:

„ქართული ოცნების“ პერიოდში განხორციელებული სოციალური და ეკონომიკური პროექტები
სოციალური პროექტები:
• ქვეყნის ბიუჯეტში სოციალური მიმართულება გაიზარდა
 2012 წელს იყო 1,8 მილიარდი
 2018 წელს არის 3,5 მილიარდი
• სახელმწიფოს მიერ დაფინანსდა 6 მლნ სამედიცინო შემთხვევა
• 2018 წელს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე გამოყოფილია 16 მლნ ლარი, დღემდე მკურნალობა გაიარა 40 000 ადამიანმა
• რეფერალური, ონკოლოგიის, მომსახურება – მკურნალობა:
 2012 წელს იყო 11 მლნ ლარი
 2018 წელს გამოყოფილია 22,3 მლნ ლარი
• უფასო წამლების პროგრამა 2019 წელს მოიცავს 60 დასახელების სხვადასხვა პრეპარატს, როდესაც დღეის მდგომარეობით იგი შეადგენდა 23 პრეპარატს
• 16 წლამდე ბავშვთა სოციალური პაკეტი, რომელიც შეადგენდა 10 ლარს გაიზარდა 50 ლარამდე 
• საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ, დევნილ, ოჯახებს გადაეცა 18000 საცხოვრებელი ბინა.
• გაიხსნა 48 ახალი სკოლა
• რეაბილიტაცია ჩაუტარდა 66 სკოლას 
• სკოლის მოსწავლეებს დაურიგდა 600 ათასი უფასო სახელმძღვანელო 
• უფასო საბავშვო ბაგა ბაღები
• სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო მიმართულებები: 
 აგრარული მეცნიერებები
 განათლება
 ინჟინერია
 მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
სოციალური მეცნიერებები
ჰუმანიტარული მეცნიერებები
 მიმართულებათაშორისი დარგები და სპეციალობები
აღნიშნული საშუალებას აძლევს მოზარდებს შეჭირვებული ოჯახებიდან მიიღონ უმაღლესი განათლება
• ფინანსდება სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლა, სამაგისტრო პროგრამები და დოქტორანტურა
• ომში დაღუპულთა ოჯახებს შემწეობის სახით ყოველ თვე ეძლევათ 1000 ლარი
• გადმოსვენებულ იქნა 90-იან წლებში მიმდინარე ომის დროს დაღუპული მებრძოლების 101 ნეშთი 
• გაიხსნა 50 საზოგადოებრივი ცენტრი
• დაიგო და რეაბილიტირებულ იქნა 5400 კმ. სამანქანე გზა
• აიგო 21 ელექტრო სადგური, მათ შორის ერთი ქარის ელექტროსადგური
• ათეულობით სოფელში გაყვანილ იქნა და მაცხოვრებლებს მიეწოდა გაზი, ელექტრო ენერგია და სასმელი წყალი
• 10-ჯერ გაიზარდა მელიორილებული სახნავ-სათესი მიწების ფართობი 
• პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 – 2018 წლების განმავლობაში
 პროექტის ფარგლებში გაიხსნა 275 საწარმო
 პროექტის ფარგლებში გაიხსნა 74 სასტუმრო
 განხორციელებული ინვესტიციების ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა 843,582,774 ლარი
 ბანკების მიერ გაცემული სესხი შეადგენს 506,433,981 ლარს. სახელწიფოს მიერ დაფინანსებულია სესხის საპროცენტო განაკვეთი, რაც დაპირებული უფასო ან დაბალპროცენტიანი სესხის ექვივალენტია. 
 დასაქმდა 15,000 ადამიანი 
• სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ 2013 – 2018 წლების განმავლობაში:
 ბანკების მიერ გაცემული სესხის ოდენობა – 1,72 მლრდ ლარი
 სააგენტოს მიერ გადახდილი საბანკო სესხის პროცენტის ოდენობა შეადგენს 219,7 მლნ ლარს, ანუ მსესხებელს პრაქტიკულად არ უწევს სესხის პროცენტის გადახდა, რაც ბენეფიციარს საშუალებას აძლევს ისარგებლოს უფასო ფულით 
 „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციართა რაოდენობა – 20 000, რომელიც მოიცავს შემდეგ აგრარულ მიმართულებებს – პირველად წარმოებას (მცენარეული კულტურების დათესვა-მოყვანას), გადამამუშავებელ საწარმოებსა და შემნახველ საწარმოებს
 შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა – 110 000 
 გადამამუშავებელი საწარმოები: ჯამური ინვესტიცია – 70,4 მლნ ლარი, მათ შორის გრანტის სახით გაიცა 22,9 მლნ ლარი, ბანკების და კომპანიების მიერ დაფინანსებული 47,5 მლნ ლარი
შეიქმნა 45 საწარმო
 შემნახველი საწარმოები: ჯამური ინვესტიცია – 19,9 მლნ ლარი, მათ შორის გრანტის სახით გაიცა 7,9 მლნ ლარი, ბანკების და კომპანიების მიერ დაფინანსებული 12 მლნ ლარი
შეიქმნა 14 შემნახველი საწარმო 

 პროექტი „დანერგე მომავალი“: ჯამური ინვესტიცია – 53,7 მლნ ლარი, მათ შორის გრანტის სახით გაიცა 29,4 მლნ ლარი, ბანკების და კომპანიების მიერ დაფინანსებული 24,3 მლნ ლარი
5569 ჰექტარზე დაირგო სხვადასხვა კულტურის მცენარეები

აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტი: ჯამური ინვესტიცია – 14,9 მლნ ლარი, მათ შორის გრანტის სახით გაიცა 5,9 მლნ ლარი, ბანკების და კომპანიების მიერ დაფინანსებული 9 მლნ ლარი
დაფინანსდა 340 პროექტი

პროექტი „ახალგაზრდა მეწარმე“: ჯამური ინვესტიცია – 7,1 მლნ ლარი, მათ შორის გრანტის სახით გაიცა 2,8 მლნ ლარი, ბანკების და კომპანიების მიერ დაფინანსებული 4,3 მლნ ლარი
დაფინანსდა 61 პროექტი

 ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა „ქართული ჩაი“: ჯამური ინვესტიცია – 2,3 მლნ ლარი, მათ შორის გრანტის სახით გაიცა 1,6 მლნ ლარი, ბანკების და კომპანიების მიერ დაფინანსებული 0,7 მლნ ლარი

აგროდაზღვევა: ჯამური გადახდილი სადაზღვევო პრემია – 46,7 მლნ ლარი, მათ შორის სადაზღვევო კომპანიების მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემია – 12,7 მლნ ლარი, სახელმწიფოს მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემია – 34 მლნ ლარი, (სახელმწიფომ გადაიხადა ჯამური სადაზღვევო პრემიის 72%) 
სადაზღვევო პოლისების რაოდენობა – 80,668, დაზღვეული ფართობი – 71,210 ჰა.
 საქართველოს უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო პორტფელის ჯამური ღირებულება ამ დროისთვის 2.5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მათ შორის, ფონდის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 330 მლნ დოლარია. 
 „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განხორცილებული პროექტებში საქართველოს მასშტაბით 1500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. 
 პროექტების დასახელება:
1. სასტუმრო „Roial Batoni” კახეთი. 
2. სასტუმრო „Gino Wellness Rabath“ 
3. სასტუმრო Sairme Hotels and Resorts
4. ღორების ფერმა „კალანდა“ 
5. სასტუმრო “Best Western Kutaisi”
6. სათბური „Imereti Greenery”
7. მოცვის პლანტაციები „Vanrik Agro”
8. ჰიდროელექტროსადგური „ნენსკრა ჰესი”-ს მშენებლობა დაიწყო
9. გარდაბანის 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური 
10. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“. 
11. სენდვიჩ-პანელების საწარმო „ Panex”. ამ საწარმოში დამზადებული სენდვიჩ პანელებით აშენდა თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა ATC თბილისში.
12. „რუხის სავაჭრო ცენტრი“
13. „ლოპოტას ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტი“ გაფართოვდა სასტუმრო, გაუმჯობესდა ტურისტული ინფრასტრუქტურა
14. თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა ( ATC)-თბილისში-გაიხსნა
15. სასტუმრო წინანდლის მამულებში „Radisson Collection”-გაიხსნა
16. „სანაშენე ღორის ფერმა“ რაჭაში. ჰამონის წარმოება ( მიმდინარეობს მშენებლობა)
17. სიმინდის ზეთის გადამამუშავებელი ქარხანა „ქარვა“ ხობში -მიმდინარეობს ტეკნიკა-დანადგარების მონტაჟი
18. კერამიკული აგურის ქარხანა „კერამიკა ელ ტორრენტე“ კასპში ( დაიწყო მშენებლობა)
19. ლიკანის ისტორიული კომპლექსისა და რომანოვების სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება (1 ეტაპი დასრულდა), მიმდინარეობს 2 ეტაპის „რეაბილიტაცია-რესტავრაციის „ მოსამზადებელი სამუშაოები
 2018 წ – დამუშავების ფაზაში მყოფი პროექტები
1. სასტუმრო „Park inn by Radisson Tbilisi”
2. ეკოქალაქი თბილისის ზღვაზე „Tbilisi Green Sity”
3. სასტუმრო აბასთუმანში 
4. ქურთუკების საწარმო ტყიბულში
5. სატუმროები: ფასანაურში, გუდაურსა და მესტიაში და სხვა.
6. საწარმეობი: საღებავების ქარხანა, კონსერვების ქარხანა და სხვა.

• 2017 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული საგადასახადო რეფორმის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს კომპანიის ან მეწარმის მოგების გადასახადიდან გათავისუფლებას იმ შემთხვევაში თუ მოხდება მოგების ბიზნესში რეინვესტირება, 600 მლნ ლარი მიემართა ბიზნესის გაფართოების ან ახალი ბიზნესის წამოწყებისათვის, რამაც დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნა 
• 2018 წლის 1 ივლისიდან, მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით, ძალაში შევიდა დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი. მასშტაბური საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება.
საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად მანამდე არსებული 100 000 ლარისა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-იანი განაკვეთით, ნაცვლად 5%-სა. ამასთან, 500 000 ლარზე გადაჭარბების მიუხედავად, პირს მცირე ბიზნესის სტატუსი უნარჩუნდება 2 კალენდარული წლის განმავლობაში.
• ბიზნეს სექტორში პროდუქციის გამოშვება:
 2012 წელს იყო 23.1 მლრდ ლარი 
 2017 წელს შეადგინა 38.2 მლრდ ლარი
• მრეწველობის დარგი პროდუქციის გამოშვება:
 2012 წელს იყო 6.9 მლრდ ლარი
 2017 წელს შეადგინა 10.7 მლრდ ლარი
• ფონდი „ქართუსა“ და მის მიერ დაფუძნებული კომპანიების ბიზნესის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები შეადგენს 3 მლრდ. აშშ დოლარს
• 2012 წელთან შედარებით 61%-ით გაიზარდა საქართველოში ვიზიტორთა, ტურისტთა, რაოდენობა
• ტურისტთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ოჯახური ტიპის სასტუმროების გახსნა – განვითარება

• 2012 წელთან შედარებით 32%-ით გაიზარდა საქართველოში ნაწარმოები პროდუქციის ექსპორტი, რასაც ხელი შეუწყო:
 ევროკავშირთან გაფორმებულმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ 
 ჩინეთთან გაფორმებულმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ
• საკონსტიტუციო რეფორმა, რაც გულისხმობს მმართველობის ახალ სისტემასა და ძველ კონსტიტუციაში არსებული ხარვეზების შესწორებას
• ევროკავშირთან გაფორმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმება
• საერთაშორისო სტანდარტის ჯარი
• საერთაშორისო სტანდარტის პოლიცია
ასამბლეა და ფორუმები:
• 2015 წლის 24-25 თებერვალი – „ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის გამოწვევები და პასუხები” 
• 2015წლის 14-15 მაისი- EBRD-ის ყოველწლიური ფორუმი 
• 2016 წლის 1-5 ივლისი – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა
• 2017 წელის 26 – 29 მაისი ნატოს საპარლამენტო ასამბლეა
• 2017 წლის 28-29 ნოემბერი – თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეორე ფორუმი

საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები:
 2015 წელს ჩატარდა ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი
 2015 წელი უეფა-ს სუპერ თასი ფეხბურთში
 2017 წელს ჩატარდა 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატი თხილამურებსა და სნოუბორდში

თქვენი კომენტარი?