MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია,  ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმ დავით მრელაშვილს მადლობას უხდის, რადგან შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მან საქართველოში დაბრუნების და საკუთარი ხალხის დახმარების გადაწყვეტილება მიიღო.

“ეს ექიმი დავით მრელაშვილია, რომელიც აშშ-ში მოღვაწეობს. მინდა მას უღრმესი მადლობა გადავუხადო, რადგან ამ რთულ პერიოდში სამშობლოში დაბრუნდა და ყოველგვარი ხმაურის გარეშე, საკუთარ ქვეყანასა და ხალხს გვერდით დაუდგა.
დავითი სამედიცინო დახმარებას ჩვენს ინფიცირებულ მოქალაქეებს კახეთში უწევს.” – წერს გიორგი გახარია ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER