სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები

1669
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ. ასევე, საპარლამენტო უმრავლესობა  მანდატებს შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, ვინც საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართავს.

„ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი პარტიის ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათ მიერ განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თქვენი კომენტარი?