MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

“აი, ეს ტიპი, გვარამიასთან რომ გდია და ბავშვების ინსულინზე იტყუება, წიხლქვეშ არ უნდა გაიგდო?! – ასე ეხმიანება მანჩო გიორგობიანი გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველ გიორგი ჩალაძის მიერ, “მთავარი არხი”-ს ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება უხარისხო ინსულინს ყიდულობს, რომელსაც სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ინსულინდამოკიდებულ პაციენტებს მოახმარს, მათ შორის ბავშვებს.

“გულზე სკდებიან ბოღმისგან, სახელმწიფო რომ უფასოდ უზრუნველჰყოფს დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებს წამლებით და რას აღარ კადრულობენ?!

ე.ი. სანამ სიმართლეს გაარკვევ, ხომ შეიძლება ნერვიულობისგან რაღაც დაგემართოს, წარმოდგენისგან, რომ ბავშვს რაღაც ნაგავს უკეთებ?!

როდემდე უნდა ავიტანოთ ეს აღვირახსნილო ცილისწამება? კანონი როდის გვეღირსება?!”- წერს მანჩო გიორგობიანი.

იხილეთ ვიდეო და გიორგი ჩალაძის განმარტება

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER