MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

“დღეს, ვუყურეთ, როგორ პროკურორივით კითხავდა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია თავის ეთერში ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა და გამოეხმაურა ნიკა გვარამიას ინტერვიუს ალეკო ელისაშვილთან.

„თავიდან შანტაჟის ობიექტი, არავის თავს არ დავაშანტაჟებინებ, მაგრამ შანტაჟის მცდელობა იყო „ქართული ოცნების“ მიმართ, ასე დაიწყო რადიკალურმა ოპოზიციამ და ახლა უკვე გადავიდნენ სხვა ოპოზიციურ პარტიებზე.

ყველანაირად აშანტაჟებენ და აბულინგებენ მათ, რათა მათი მხრიდან არ გადაიდგას პარლამენტში შესვლისკენ ნაბიჯი, რაც ამაზრზენი საყურებელია. მაგალითად დღეს, ვუყურებდი როგორ პროკურორივით კითხავდა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია თავის ეთერში ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს.

ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა 8 დეკემბრის გადაცემას, ასევე “მთავარი არხი”-ს ეთერში, როდესაც ნიკა გვარამიამ ამერიკისა და ევროაკავშირის ელჩებს უკვე ღია დ შეუტია.

გუშინ კიდევ ერთი საპროკურორო აქტი ვიხილეთ, რომელიც ხორციელდებოდა ასევე „მთავარის“ ეთერში, სადაც დაიგეგმა ანტიდასავლური, ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდა იგივე პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას მიერ. ამ შემთხვევაში თავდასხმის ობიექტები იყვნენ არა „ქართული ოცნებისა“ თუ ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ თავდასხმის ობიექტები იყვნენ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები.

ასეთ ფსკერამდე დავიდა უკვე „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ და ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი თანდათან უფსკრულისკენ მიექანებიან. ამის კულმინაცია იქნება ის, რომ ეს ორი პარტია ჩვენი ქვეყნის საბედნიეროდ, საბოლოო ჯამში, უარს იტყვის თავის მანდატებზე, რაც ქართული დემოკრატიის გამარჯვება იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER