MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

პუტინი ზის და ალბათ ღიმილნარევი სიამაყით უსმენს”– ასე ეხმიანება იურისტი თამთა მეგრელიშვილი “მთავარი არხი”-ს ეთერში, ნიკა გვარამიას განცხადებას ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების შესახებ, რომლებიც ღიად გააკრიტიკა და უმოქმედობაში პირდაპირ დასდო ბრალი:

მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე პოლიტიკურ აფექტში მყოფი რადიკალური ოპოზიცია ანტიდასავლური გზავნილების მთავარ წყაროდ რჩებოდა და დღემდე პირველობას ინარჩუნებდა, მაგრამ

ნიკა გვარამია რის ნიკა გვარამიაა?! პარტიასთან შეუთანხმებლად “პოსტავს” მათივე დღის წესრიგს, საიდანაც გადახვევა აკრძალულია!

მოლაპარაკებების ფორმატში პირდაპირ ვერ ერევა, მაგრამ იქედან გამოსული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების ყველა სიტყვას ინიშნავს და მისი დროის “პროკურორივით” იქ ვეღარ, მაგრამ
 
ახლა მთავარი არხის მისამართზე იბარებს! ხედავს, პროცესები გაექცა ხელიდან, ვეღარ აკონტროლებს და ისტერიული მანერით  მედიაგზავნილებით,

რბილად რომ ვთქვათ, ანტიდასავლური განწყობების გაღვივება დაიწყო! პოლიტიკური კრიზი აქვს და უტევს ფასილიტატორ ელჩებს, ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ მეგობრებს… პუტინი ზის და ალბათ ღიმილნარევი სიამაყით უსმენს”- ამბობს თამთა მეგრელიშვილი, რომელიც ფეისბუში პოსტს აქვეყნებს.

ამ თემაზე:

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER