MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

პროქტოლოგობაზე უარი რომ ვთქვა, შეიძლება? – ამ კომენტარით გამოეხმაურა ნიკა გვარამია “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი ბარამიძის ფეისბუქ პოსტს, რომელშიც მან დაწერა:

“ნიკა გვარამიას უნდა მიენიჭოს ქართული პოლიტიკის, მეხანძრე, მაშველის, მეან გინეკოლოგის, ქირურგის, ფსიქიატრის, ფსიქოლოგის, თერაპერტის, კარდიოლოგის, მცველის, მშენებლის, ძიძის, პროქტოლოგის, ვენეროლოგის, ტრამვატოლოგის, სტომატოლოგის, სტილისტის, ინჟინერის, რუპორის, ნოტარიუსის და (მიშას გვერდით) მზრუნველი ლიდერის და ამტანის (გაგრძელება კიდევ მოსულა) საპატიო წოდება.”- წერს გიორგი ბარამიძე, რასაც მოგვიანებით კიდევ რამდენიმე წოდება დაუმატა:

მძიმე და უსიამოვნო დიაგნოზების დასმაც და ხან მათი მკურნალობაც, გიწევს და კი შეგიძლია მაგაზე უარის თქმა, მაგრამ ის დაავადებები თავისით ვერ გაქრება. 
ხო, კიდევ სტომატოლოგობა და ნეიროფიზიოლოგობა და მთავარი პლასტიკური ქირურგობა (სახის და ტანის) გამომრჩენია და უნდა დავამატო  ხუმრობა იქეთ იყოს და საჯაროდაც მადლობა ნიკა ამდენს რომ აკეთებ”– ამატებს ბარამიძე.
RADIO24-BANNER