ვინ რა თანამდებობას დაიკავებს ახალ პარლამენტში?

394
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს „ქართულ ოცნებაში“, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გამართული საბოლოო კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საკვანძო თანამდებობებზე წარდგენილი იქნებიან:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ – არჩილ თალაკვაძე;
პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ – გიორგი ვოლსკი;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ – კახაბერ კუჭავა;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ – დავით სერგეენკო;
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად – ირაკლი კობახიძე;
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ – მამუკა მდინარაძე;
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ანრი ოხანაშვილი;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ – მიხეილ სარჯველაძე;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი ბერაია;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი ქადაგიშვილი;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ – სოზარ სუბარი;
საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი კოვზანაძე;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე –
დავით სონღულაშვილი;
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ნინო წილოსანი;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ – მაია ბითაძე;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ – ნიკოლოზ სამხარაძე;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ – მაკა ბოჭორიშვილი;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ბექა ოდიშარია;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – დიმიტრი ხუნდაძე;
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ – თეა წულუკიანი;
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ – მიხეილ ყაველაშვილი.
თქვენი კომენტარი?