ყოჩაღ, ვაშაძეს და ჩარკვიანს – ეკა კვესიტაძე

2686
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ყოჩაღ, ვაშაძეს და ჩარკვიანს”- ასე ეხმიანება ეკა კვესიტაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” გადაწყვეტილებას, საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით.

„ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებას და ჩავხსნით ჩვენს სიებს“,  – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

განცხადება გააკეთა “სტრატეგია აღმაშენებლის” ბლოკში შემავალი პარტიის, “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმაც:

„ყველამ იცოდეს, ახლა რაც გიორგი ვაშაძემ გააკეთა…თქვენ რომ იცოდეთ, ამ წამს ახლადშექმნილმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ამ ლიდერის ამ ნაბიჯით…ეს ის კი არ არის, დიდი ხანია რომ დაფინანსებები აქვთ გამოცდილ, უკვე პოლიტიკაში მყოფ პარტიებს…ახლადშექმნილმა, ორთვენახევრის პარტიამ და თვითონ ისაუბრებს ამაზე, როგორი ნამდვილი პოლიტიკოსია, აი, დღეს ჩემი თვალით ვნახე გიორგი ვაშაძე. ის, რა რისკიც დღეს მან გაიღო სახელმწიფოებრიობისთვის, ბარაქალა მას. ეს არის პოლიტიკოსის უბრწყინვალესი ნაბიჯი და ბარაქალა გიორგი ვაშაძეს, რომ საერთოდ გვყავს ასეთი ახალგაზრდა, პერსპექტიული პოლიტიკოსი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თქვენი კომენტარი?