ავამუშავოთ სასტუმროები და ტურისტული ადგილები, ეპიდემიას მაინც ვერ ვაკონტროლებთ და ამასობაში ვაქცინა შემოვა – ლიზა ვადაჭკორია

451
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ტელეწამყვან ლიზა ვადაჭკორიას მოსაზრება კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე.

“ჩემ მოსაზრებას მოგახსენებთ.  უნდა გაიხსნას საზღვრები და რატომ?!
ეპიდვითარება მძიმეა და ვერ ვაკონტროლებთ. უმრავლესობამ ან უკვე გადაიტანა ან წლის ბოლომდე გადაიტანს კოვიდს.

ეკონომიკა ფსკერზეა და დედამიწის ბირთვისკენ მიექანება. ამიტომ, გაიხსნას საზღვრები, შემოვუშვათ ტურისტები, ოღონდ მოვთხოვოთ კოვიდ-პასპორტები და ტესტირება ადგილზე.

ავამუშავოთ სასტუმროები და ტურისტული ადგილები. ეკონომიკას მაინც ეშველება და იმ ხალხს, ვინც უშემოსავლოდ დარჩა. ეპიდემიას მაინც ვერ ვაკონტროლებთ…

ამასობაში ვაქცინა შემოვა და გვეშველება ყველას… მაგალითისთვის თურქეთს მოვიყვან, სადაც კოვიდ- შეზღუდვები არის, მაგრამ ტურისტებისთვის ქვეყანა ღიაა.”- წერს ლიზა ვადაჭკორია.

თქვენი კომენტარი?