ჩვენ, “რესპუბლიკელები” ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია არ შევდივართ პარლამენტში – ერთობლივი განცხადება

648
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ნაციონალურ მოძრაობას” დაქვემდებარებული “რესპუბლიკური პარტია” და მათი ორი წარმომადგენელი, თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე არ შედიან პარლამენტში და უარს ამბობენ დეპუტატის მანდატებზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება მოლაპარაკებები ელჩების ფასილიტაციით.  ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში:

“საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ბლოკთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში.

ჩვენ, რესპუბლიკელები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ეს 2 მანდატი მოგვანიჭა ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა.

ამავე დროს, რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ.

ცხადია, ვითვალისწინებთ ხელისუფლების აშკარა მცდელობებს, რომ ოპოზიციაზე თავდასხმებით ხელი შეუშალოს პროცესს და მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს ოპოციაზე და ვაცნობიერებთ, რომ სულ უფრო ვიწროვდება სივრცე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევისთვის,ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად ვაგრძელებთ ამ პროცესის მხარდაჭერასაც.”- ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?