მოუხსნიან თუ არა ნიკა მელიას დეპუტატის სტატუსს?

382
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დადგება თუ არა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების მოხსნის საკითხი? ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სასამართლო მის ბრალეულობას დაადგენს. განაცხადა საპარლამენტო უმრაველესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

“თუ საფუძველი შეიქმნება, პარლამენტის ნებისმიერი წევრის მიმართ, ბუნებრივია ეს მოხდება. თუ არ იქნება საფუძველი, რაც არ უნდა მომწონდეს მე ნიკა მელია, ეს ვერ მოხდება. დღეის მდგომარეობით ამის საფუძველი არ არის, მაგრამ, თუ სასამართლო დაადგენს ვინმეს ბრალეულობას, შესაბამისად ეს საკითხი დადგება”, – განაცხადა დეპუტატმა.

თქვენი კომენტარი?