დღე-ღამეში კორონავირუსით საქართველოში 50 ადამიანი გარდაიცვალა

364
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევა,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 907 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 843 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 780 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 154 241-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 744 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 907 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 588 შემთხვევა, აჭარა-333, იმერეთი-599, ქვემო ქართლი-263, შიდა ქართლი-263, გურია-114, სამეგრელო – ზემო სვანეთი-299, კახეთი-243, მცხეთა-მთიანეთი-83, სამცხე-ჯავახეთი-94, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-28.”– განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

თქვენი კომენტარი?