ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება ISFED-ისთვის – ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიცია

2436
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება. ISFED-ისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის და მისი თითოეული თანამშრომლისთვის ახლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია.”- ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე წერს სოციალურ ქსელში და ეხმიანება გუშინ, მათი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ საპარლამენტო არჩევნების პარალელური (PVT) დათვლის შედეგებს, რომლის მიხედვით დაზუსტდა მონაცემები.

“მე რაც ორგანიზაციაში ვარ 2012 წლიდან ასეთი მძიმე გამოწვევა ორგანიზაციას არ ჰქონია. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მხნეობისა და გამძლეობისთვის

პირადად ჩემი და ორგანიზაციის სახელით უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სტატუსით თუ სხვა სახით მხარდაჭერა გამოხატა და გვერდში გვიდგას, ძალიან ვაფასებთ და ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება ეს მხარდაჭერა.

ვიცი, რომ ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს. სამწუხაროდ, გვიწევს ხოლმე ასეთ მძიმე ფაქტებთან შეჯახება ცხოვრებაში და ამ დროს, ეტყობა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობა მივიღოთ და როგორღაც გავუმკლავდეთ. ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ შევეცადეთ ეს მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე.

დარწმუნებული ვარ, ბევრი კითხვები იქნება. შეგიძლიათ დამირეკოთ, მომწეროთ პირადში და შევეცდები ყველას გიპასუხოთ. ყველას ეხება ეს, როგორც მეგობრებს, ასევე ჟურნალისტებს. მოკლედ, არ მოგერიდოთ და შემაწუხეთ. ამ წუთას ბრიფინგი დაგეგმილი არ მაქვს, თუმცა შეიძლება დღის განმავლობაში ჩავნიშნოთ და ამასაც ყველას შეგატყობინებთ. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!,”- წერს ელენე ნიჟარაძე.

ამ თემაზე:

31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის ზუსტი შედეგები ცნობილია

თქვენი კომენტარი?