MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე, ფეისბუქში ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაცია “ISFED”-ის მიერ, 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ცალკეული პოლიტიკოსების კრიტიკულ განცხადებებსა და კომენტარებს.

“ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები, მარტო იმიტომ შეფასდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ჩატარებულ ყველაზე ცუდ არჩევნებად, რომ ცესკოს მონაცემები და პარალელური დათვლის შედეგები არ ემთხვეოდა ერთმანეთს?

პოლიტიკოსების ერთ ნაწილს კი, ვინც ახლა დაეწყო და ISFED- სთვის ჭკუის სწავლებით არიან დაკავებული, მინდა ვუთხრა, რომ მეხსიერება იმაზე უკეთესი გვაქვს, ვიდრე თქვენ გგონიათ…” – წერს სულხან სალაძე.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER