ლევან მამალაძის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს

325
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

  ბატონო ბიძინა ოცნების სტრუქტურული მენეჯმენტი გასამართი გაქვთ და მოთამაშეებისგან გასაწმენდი! ამომრჩეველი არჩევანს არა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის აკეთებს არამედ აფიქსირებს მხარს უჭერს ივანიშვილს თუ სააკაშვილს. სწორი მუშაობის შედეგად ამომრჩეველთა 60-70 %-ს მობილიზება შესაძლებელი იქნება! სახელისუფლებო შცდომებზე და საზოგადოების იმედგაცრუების მზეზებზე შემდეგ ვისუბრებ, ამჟამად მეორე ტურია მოსაგები!
ინსტრუქცია მოქმედებისთვის!

   მმართველმა გუნდამა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამოქაჩა და ოცნების კანდიდატმა გარკვეული უპირატესობა მიიღო , ამის შედეგად მეორე ტური გარდაუვალი გახდა. დაშვებულ შეცდომებზე და მიზეზებზე ამჯერად არ ვისუბრებ, ახლა მთავარია არ შეცბეთ ბატონო ბიძინა და სწორად გაუკეთოთ მობილიზება ყველა რესურსს. არჩევნების ბედი არა კაბინეტებში და საპიარო შეხვედრებზე, არამედ ამომრჩეველთა დარწმუნების და საარჩევნო უბნებზე მუშაობის შედეგად წყდება.

სააკაშვილის ნაბარტყთა შეჯამებით ოპოზიციის კანდიდატმა შეიძლება , 28 ოქტომბერს მიღებული შედეგები 20 %-თ გაზარდოს. ოცნების კანდიდატს მხარდამჭერთა მობილიზება იმ ელექტორატიდან შეუძლია ვინც არჩევნებში მონაწეილეობა არ მიიღო. გაითვალისწინეთ , რომ ეს ის რაოდენობაა, რომლებიც ოცნებას კი აღარ უჭერენ მხარს არამედ სააკაშვილის რეჟიმის წინაარმდეგნი არიან.

ეს ის ხალხია ვინც იმედგაცრუებული და მოტყუებული დარჩა ხელისუფლების მხრიდან და მათ გააქტიურებას კონკრეტული მუაობა დასჭირდება. ასეთი ელექტორატის რაოდენობა მიახლოებით 40%-ა. აქტიური მშაობის შედეგად სალომე ზურაბიშვილს მეორე ტურის მოგების დიდი შანსი აქვს. ქალაქებში , რაიონებსა და სოფლებში არიან გავლენიანი და ავტოტიტეტული პირები, რომლებმაც 2012 წელს ხმა მოგცათ.

სწორედ ამ ხალხთაა მიმბმული ამომრჩეველთ ჯგუფები და მათთანაა მუშაობაა სჭაირო. თითოეულ საარჩევნო უბანზე არსებული ელექტორატის მიხედვით ჩამოწერეთ სია, შეადგინეთ ადგლებზე ჯგუფები , ვისთან ვის მიესვლება, ბოდიში მოუხადეთ და ყველას კიდევ ერთხელ თხოვეთ, რომ მხარი დაგიჭირონ. ამას თან უნდა უსწრებდეს თქვენი საჯარო გამოსვლა , არა ჯურნალისტებთან კინკლავი, არამედ ბოდიშის მოხდა საზოგადოების წინაშე და იმ გაერთიანებისკენ მოწოდება რომელიც არ დაუშვებს სააკაშვილის რეჯიმის აღდგენას! საზოგადოებას საქართველოს განვითარების კონკრეტული გეგმა უნდა შეთავაზოთ, სადაც მოქალაქენი დაინახავენ თავის ადგილს და ქვეყნის მმართვის თანამონაწილენი გახდებიან. გახსოვდეთ არჩევანს საზოგადოება ივანიშვილსა და სააკაშვილის შორის აკეთებს, ასეთი დათვირტვა აქვს ამჟამინდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. ძალიან მკაფიო შემრიგებლური, გამაერთიანებელი განცხადება უნდა გააკეთოს სალომე ზურაბიშვულმა. მან უნდა დაანახოს ყველას, ზვიად გამსახურდიას მიმდევრებს, შევარდნაძის პერიოდის ლიდერებს , ეროვნულ უმცირესობებს ,საქართველოს პატრიოტებს და მოქალაქეებს , რომ ყველას პრეზიდენტი იქნება . აღუდგენს მათ შელახულ უფლებებს და გააძლიერებს საქართველოს. ასეთი გამორჩეული და გავლენიენი პირები ზურაბიშვილის გარემოცვაში უნდა გამოჩნდენენ. 

  ბატონო ბიძინა თქვენეულმა პარტიული სატრუატურის მენეჯმენტმა სამჭუხაროდ შედეგი ვერ გამოიღო. ოცნება კლასიკურ პარტიად ვერ ჩამოყალიბდა, ის სახელისუფლებო ბიურაკრატიასთან მიმბმულ მოქ.კავშირს დაემსგავსა. თქვენ უნდა შეცვალოთ ურთიერთობის ფორმატი. გააფართოვოთ იმ პირებთან უშუალო კონტაქტი ვინც საარჩევნო სისტემის ორგანიზარორები არიან, ცენტრალურ ოფისში და დაგილებზე.

გადახედეთ რამდენად ავტორიტეტული, სანდო და არჩევნების მცოდნე ხელმძღვანელები გყავთ მთელ პარტიულ ვერტიკალში. ურთიერთობა მარტო სუსის , შსს ხელმძღვანელობასთან და კიდევ რამდენიმე დაახლოებულ პირთან ,რეალურ სურათ არ მოგცემთ. როგორც წესი სტრუქტურებიდან ინფორმაცია, ქვემოდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით , პირველ ხელმძღვანელთან გალამაზებული და რეალობასგან მოწყვეტილი მიდის. გადახედეთ , არჩევნების შედეგებს რაიონებისა და უბნების მიხედვით და მიხვდებით სად რა ტყუილი, უშედეგოდ გაბნეული თანხები და არაფრის მაქნისები გყავთ.დრო არ დაკარგოთ! პარტიული სტრუქტურა ექსტრემელურ მუშაობის რეჯიმში უნდა გადავიდეს. თქვენთან მიბმული კონტროლის მექანიზმი ჩამოაყალიბეთ და უზრუნველყავით მხარდამჭერთა საარჩევნო უბნებამდე მიყვანა! 

  ყველამ კარგათ უნდა გააცნობიეროს ,რომ სააკაშვილი სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის პროცესს აწარმოებს. არ გქონდეთ იმედი , რომ პოლიცია, სპეც სამსახურები , ბიუჯეტიდან ფინანსირებული სოციალური ან კულტურის სფეროთა წარმომადგენელბი ბოლომდე დაგიდგებიან. ზოგი გადახტება და ზოგი გიღალატებთ! განსაკუტრებული ყურადრება მიაქციეთ სამხედრო ნაწილებს. სააკაშვილმა გადატრიალება ერთხელ უკვე გააკეთა და ახლაც იგივეს განაგრძობს! რა ფორმატშიც არ უნდა დაბრუნდეს, კოაბიტაციას არავინ შემოგთავაზებთ და სისხლიანი რევანში გარადუვალი იქნება. საზოგადოებამ ეს საფრთხე თვალნათლივ უნდა დაინახოს! თქვენ შემართებაზე იქნება დამოკიდებული რამდენად შეკრავთ გუნდს, შემოიერთებთ განაწყებეულ- იმედგაცრუებულ ხალხს და საზოგადოებას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შესთავაზებთ!” წერს სტრატეგული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE