ქალბატონი დონარა წლების განმავლობაში ამშვენებდა ეკრანს და თითოეული ჩვენგანის დიდი სიყვარული დაიმსახურა – კახა კალაძე

542
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისის მერის გამოხმაურება საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ყოფილი დიქტორის, დონარა კინწურაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:

“გარდაიცვალა ცნობილი ტელეწამყვანი, ჩვენი ბავშვობის სატელევიზიო სახე დონარა კინწურაშვილი.  ქალბატონი დონარა წლების განმავლობაში ამშვენებდა ეკრანს და თითოეული ჩვენგანის დიდი სიყვარული დაიმსახურა.  ვწუხვარ, ვიზიარებ მისი ოჯახის დიდ დანაკლისს და ტკივილს”– წერს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს,  დონარა კინწურაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თქვენი კომენტარი?