ამიერიდან ვერც გვარამია ეღირსება ფეხის დადგმას ამერიკის შეერთებულ შტატებში და აღარც ჩერგოლეიშვილს შეუშვებენ გერმანიაში – ბონდო მძინარაშვილი

993
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილის პოსტი, ნიკა გვარამიასა და თამარ ჩერგოლეიშვილზე.

“ერთს ვიზა და გრანტი არ მისცეს და ამერიკის ელჩს ომი გამოუცხადა!
მეორეს გერმანიის ელჩის ნათქვამი არ მოეწონა და ნაციზმის საშინელება წამოაძახა!
ამიერიდან ვერც გვარამია ეღირსება ფეხის დადგმას ამერიკის შეერთებულ შტატებში და აღარც ჩერგოლეიშვილს შეუშვებენ გერმანიაში!

და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკის ან გერმანიის ელჩი საქართველოში!
აშშ-სთვის და მისი საგარეო-პოლიტიკური უწყების – სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვის, რომელ სახელმწიფო მოხელეს დასწამეს ცილი და ვინ მოიხსენიეს აუგად: ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია ნებისმიერი ადამიანი, ვინ მის ოფიციალურ წარმომადგენელს გალანძღავს!

გერმანელებისთვის კი ნაცისტური რეჟიმის შეხსენება და, მით უმეტეს, წამოძახება დამწვარის დამდუღვრაა!
ამ წამოძახებით ჩერგოლეიშვილმა გერმანიის დღევანდელ სახელმწიფოს წამოაძახა ის პერიოდი, რომელსაც თვითონაც განიცდიან და არც ახსენებენ!

მთავარი ის კი არ არის, რომ ჰუბერტ ქნირშის განცხადებებით უკმაყოფილება გამოხატა ჩერგოლეიშვილმა, არამედ ის, რომ მან ამ წამოძახებით გერმანია შეურაცხყო!
აინტერესებთ, რა მოხდება?

სცადოს გვარამიამ ამერიკაში წასვლა, ანდა ჩერგოლეიშვილი მიადგეს გერმანიის საზღვარს, არ აინტერესებს, რას ეტყვიან აეროპორტში?!
ამ ვითომ მედასავლეთეებს თურმე რა დამოკიდებულება ჰქონიათ შტატების და ევროპის უძლიერესი ქვეყნის – გერმანიის მიმართ!

მხოლოდ ვიზები, გრანტები, “გულავი” და მუცლის ამოყორვაა მათთვის დასავლეთი და დასავლური ღირებულებები, თორემ ტვინი ერთსაც აქვს და მეორესაც, ოღონდ, – უკუღმართად მოწყობილი!
ეგრე გააგრძელეთ, ეგრე და ბოლოს შიშვლები ირბენთ ქუჩაში!

P. S. მოსკოვიდან დამირეკეს, შენ მაგათზე არ იდარდო, ვაშინგტონში და ბერლინში თუ ვერ წავლენ, ჩვენს სასარგებლო იდიოტებს აქ დავხვდებით С распахнутыми руками-ო – წერს ბონდო მძინარაშვილი.

თქვენი კომენტარი?