მესმის გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილების – სალომე სამადაშვილი

503
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სალომე სამადაშვილის გამოხმაურება გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებაზე, დატოვოს “ნაციონალური მოძრაობა” და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა:

“ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია ენმ-სთვის, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ მას. ცხადია, ნებისმიერ პარტიას და ენმ არ არის გამონაკლისი, არჩევნების შემდეგ უწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე. თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო საფუძვლიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება.”- წერს სალომე სამადაშვილი.

თქვენი კომენტარი?