MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

ნიკა გვარამია გამოეხმაურა გრიგოლ ვაშაძის მიერ, თანამდებობის დატოვებას და “ნაციონალური მოძრაობიდან” წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. კომენტარი მან თაკო ჩარკვიანის ფეისბუქ პოსტზე დაწერა:

“ბოდიში, მაგრამ წასვლაც შეიძლებოდა ღირსეულად. ყველა და ყველაფერი რომ გალანძღა და ლამის პრორუსულ ძალად გამოიყვანა ნაცმო. და, რაც მთალდ გაუგებარია, მეც, ვინც მის მანდატში არ ედის საერთოდ. სახელები და გვარები რომ არ წერია, სულელები კი არ ვართ.

ერთი სიტყვით მაინც გადაეხადა ადამიანებისთვის მადლობა, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოაგებინა, ქუთაისელი აქტივისტებისთვის, საერთოდ რომ არ ახსენებს და ელვის პრესლივით რომ დაატარებდნენ ცოცხალ კედლად აღმართულები.

ან რაღა დღეს გადადგა – 2 დღეა განცხადებების დაწერამდე და ისედაც აჯანჯღარებს ყველაფერს ბიძინა და კიდე ასეთი ბზარის შეტანა შეილებოდა? რა ხდებოდა ასეთი, 2 დღე რომ ვერ გაჩერდა?”- წერს გვარამია.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER