MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

“ევროპული საქართველო”-ს წევრი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ კახა კალაძის მიერ, მამა-შვილისთვის ბინის ჩუქება, პიარ სვლაა იმ ფონზე, როდესაც მისი თქმით,  აფრიკის დასახლებაში ადამიანებს საცხოვრებლები დაუნგრიეს და დაარბიეს.

“დიდი მადლობა ბატონო კახი, გუშინ რომ ხალხი დაარბიეთ და სახლები დაშალეთ, სხვა შემთხვევაში ეს ოჯახი ამ ბედნიერების წუთებს ხომ ვერ მიიღებდა. ვინ იცის გათვლილი იყო ამ ყველაფერზე, როგორ იცით ხალხნო დაუფიქრებლად ჩირქის მოცხობა.

ფოტოებს მივაწვეთ ხალხნო, ხან ბიძინას შევეცოდებით, ხან კალაძეს, ხან ფარცხალაძეს, პიარის ღმერთი დალოცოს ზევსმა, მართლა გული მერევა” – წერს ხოშტარია და ურთავს ფოტოს, რომელიც კახა კალაძემ იმ ადამიანებთან ერთად გადაიღო, რომლებსაც ბინა აჩუქა.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER