ამ განსაცდელის ჟამს, გიორგი ვაშაძის და მისი ოჯახის გვერდით ვდგავართ – არჩილ თალაკვაძე

1114
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, გიორგი ვაშაძეს მამის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს:

„ახლა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პოზიციაზეა – ამ განსაცდელის ჟამს გიორგი ვაშაძის და მისი ოჯახის გვერდით ვდგავართ. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძის მამა, ექიმი გუტა ვაშაძე 72 წლის ასაკაში კორონავირუსით გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა ბოლო დღეებში მძიმე იყო.

თქვენი კომენტარი?