არსებული ინფორმაციით, დავით კირკიტაძეს თავდებში “ოცნების” დეპუტატიც ჩაუდგა

305
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

არსებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრ დავით კირკიტაძის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებში ჩადგა უმრავლესობის დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა გაავრცელა.

“სიმბოლურია, რომ მოსამართლე სათათბიროდაც კი არ გავიდა ელემენტარულად რომ გადაეწყვიტა საკითხი. უამრავი ახალი მტკიცებულებები წარვუდგინეთ. წარვუდგინეთ 27 პარლამენტარის თანხმობა თავდებთან დაკავშირებით. ასევე გაცხადდა საჯაროდ  რომ აქ არ იყვნენ  მხოლოდ და მხოლოდ უმცირესობის პარლამენტის წევრები, აქ იყვნენ უმრავლესობის პარლამენტის წევრები. ჩემთვის როგორც გახდა ცნობილი კახა ოქრიაშილმა განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით. აქ იყო დამოუკიდებელი დეპუტატები,”-განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE