ვიცი რასაც გამოიწვევს ეს პოსტი, მაგრამ მე მაინც ვიტყვი – გიორგი პავლიაშვილი

2750
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მუსიკოსი გიორგი პავლიაშვილი, სასცენო სახელით “მასტერი”, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით წერს:

“ვიცი რასაც გამოიწვევს ეს პოსტი, მაგრამ მე მაინც ვიტყვი! ეს იმ “ბილწი და ბოროტი” მედიის ბრალია ყველაფერში “შეთქმულებას” რომ ხედავენ და სიტუაციას 1000-ჯერ ამძიმებენ.

ადამიანები, მსხვერპლთა ოჯახები შეცდომაში შეჰყავთ და სანამ მერე ყველაფერი “თეთრეულამდე” არ მჟღავნდება არ ისვენებენ!

სანამ ამ საწყალი გოგოს ყველა პირადი თემა, არ განიხილეს, არ გადაღეჭეს, ნამდვილი თუ ტყუილი შეყვარებულები არ აყბედეს მანამდე არ მოისვენეს… თამარ, შენ გიხდი ბოდიშს პირადად მე – იმ საზოგადოების ერთ-ერთი წევრი რომელიც ასე მოგექცა”– წერს გიორგი პავლიაშვილი.

თქვენი კომენტარი?