MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

“დავის მხარე იყო ნიკა გვარამია და ძმები ყარამანაშვილები, ხოლო დავის მეორე მხარე ევროპული სასამართლოს წინაშე, იუსტიციის სამინისტრო. შესაბამისად, სამინისტრომ, ჩემი ხელმძღვანელობით, ევროპულ სასამართლოში დაამარცხა ნიკა გვარამია და ის სწორედ ამ წარმატებული დავის შემდეგად იქნა განდევნილი “რუსთავი 2-დან.”- იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა, “რუსთავი2”-ის საქმესთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.

“მესმის, რომ ძალიან მტკივნეულია ნიკა გვარამიასთვის, რომელიც ვერ ინელებს ამ მარცხს, მაგრამ ეს მარცხი დადგა. მე ძალიან კარგად მესმის ბატონი დვალისა და აქიმიძის გულისტკივილი, მაგრამ ის დავა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით სტრასბურგში ეხებოდა მხოლოდ ნიკა გვარამიასა და ქიბარ ხალვაშს შორის ქვეყნის შიგნით დავას, რომელიც როგორც კი გავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაიქცა სახელმწიფო დავად”, – ამბობს თეა წულუკიანი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯრომარე.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER