რაც უფრო მეტად ცდილობთ რადარებიდან გაგვაქროთ, უფრო მკვეთრია ამ რადარებზე ჩვენი ხილვადობა – აკო მინაშვილი

698
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი აკო მინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“აშკარად, სახეზეა ოცნების უსახო სახეების მომეტებული ნერვიულობა. ეგ მუქარა შეგიძლიათ ერთპარტიულ „პარლამენტში“ სადმე შემოინახოთ. რა ვერ გაიგეთ – არც ფული გვაინტერესებს, არც თქვენი სატყუარები და ვერც შიშით შეგვაშინებთ.
გამძლეობაში და ნერვების ომში განწირული ხართ დაჩქარებული მარცხისთვის.
არ დანიშნავთ ვადამდელ არჩევნებს, ვერ გვიხილავთ პარლამენტში. არადა, დანიშნავთ, მოგიწევთ.

რაც უფრო მეტად ცდილობთ რადარებიდან გაგვაქროთ, უფრო მკვეთრია ამ რადარებზე ჩვენი ხილვადობა. ისე ნუ იზამთ, მწარედ, ბუმერანგივით შემოგიტრიალდეთ თქვენივე ავტოკრატიული ნაბიჯები და პოლიტიკურ არეალზე ჰაბლის ტელესკოპითაც ვერ გიპოვონ.”– წერს მინაშვილი.

თქვენი კომენტარი?