ევროკავშირის ელჩის დიპლომატიური მინიშნება ოპოზიციას

843
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რევოლუციური ნარატივი არ არის ხელშემწყობი მიმდინარე პროცესებში და ამას მხარს არც ევროკავშირი უჭერს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ვფიქრობ, რომ რევოლუციური ნარატივი ხელშემწყობი არ არის, ეს არ არის ის, რასაც ვინმე, მათ შორის ევროკავშირი, მხარს უჭერს.

„რაც შეეხება ქუჩის პროტესტს, ასევე დემონსტრაციების ჩატარებისა და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობის გამოყენებას, ამას მხარს ვუჭერთ, ვიდრე ეს დემონსტრაციები მშვიდობიანი გზით იმართება.

ვიმედოვნებ, ქუჩის პროტესტი და მსგავსი მოვლენები არ ჩაანაცვლებს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც, ვფიქრობ, აუცილებელია, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად“, – განაცხადა ჰარცელმა.

თქვენი კომენტარი?